ავტორიტეტულმა ვებგვერდ The Top Tens-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად NBA-ის ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი დასახელდა. მეორე და მესამე ადგილებზე ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი და კანადელი ჰოკეისტი უეინ გრეტცკი გავიდნენ.
ფეხბურთელები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ მე-14 და მე-15 ადგილებს დასჯერდნენ, რეიტინგში ერთადერთი ქალი სპორტსმენი კი ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი აღმოჩნდა (26).
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი)
მუჰამედ ალი (კრივი)
უეინ გრეტცკი (ჰოკეი)
ბები რუთი (ბეისბოლი)
მაიკლ ფელპსი (ცურვა)
უსეინ ბოლტი (მძლეოსნობა)
ჯიმ ტორპი (მძლეოსნობა/ამ. ფეხბურთი/ბეისბოლი/კალათბურთი)
ბო ჯექსონი (ბეისბოლი/ამერიკული ფეხბურთი)
პელე (ფეხბურთი)
როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)