დორტმუნდელი კონდიტერისთვის მსოფლიოში კორონავირუსის გამო ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნის გაზრდა შთაგონების წყაროდ იქცა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტიმ კორტიუმმა ტუალეტის ქაღალდის ფორმის ნამცხვრები ჯერ სახუმაროდ დაამზადა, თუმცა მას შემდეგ რაც ისინი რამდენიმე წუთში გაიყიდა მთელი წარმოება ააწყო. დღეს მის საკონდიტროში 200-მდე ასეთი კექსი იყიდება.
კორტიუმი მათ გამოსაცხობად მარმარილოს კექსების ტრადიციულ რეცეპტს იყენებს, შემდეგ კი თეთრი მინანქრით რთავს.