ამერიკელი მუსიკოსი ჯო დიფი კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
მუსიკოსის ინფიცირების შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. 61 წლის დიფის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
ჯო დიფი 90-იანი წლების ქანთრის ცნობილი მომღერალი იყო. კარიერის განმავლობაში მას 13 ალბომი აქვს გამოშვებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.