კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ალან მერილის შვილის, ლაურას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებამდე ის ჯანმრთელი იყო და რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვა შოუშიც გამოდიოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.