რონალდუ და

რონალდუ და "იუვენტუსის" ფეხბურთელები ხელფასებს დაიკლებენ

„იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი თანაგუნდელებს ესაუბრა და შექმნილ ვითარებაში ხელფასების შემცირებაზე დაიყოლია. Tuttosport-ის ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ მოთამაშეები თვე-ნახევრის გასამრჯელოს არ მიიღებენ.

კიელინიმ დაითანხმა კრიშტიანუ რონალდუც, რომელმაც დაახლოებით 4 მილიონ ევროზე თქვა უარი.

„იუვენტუსი“ და არამარტო, ზოგადად ევროპული კლუბები შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ხელფასების გადაუხდელობაში ხედავენ, რომ ფინანსური კრიზისი თავიდან აიცილონ.