პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი ცოლი მეგან მარკლი საცხოვრებლად კანადიდან აშშ-ში გადავიდნენ. ამის შესახებ Sun-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში კერძო რეისით ჩავიდნენ. წყვილი ჰოლივუდთან ახლოსმდებარე რაიონში იცხოვრებს. ამ მომენტისთვის კი ისინი შვილთან ერთად კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ.

18 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.