იმობილე „ლაციოში“ რჩება

იმობილე „ლაციოში“ რჩება

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი, ჩირო იმობილე, კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს - გვამცნობს Calciomercato.

იმობილეს ახალი ხელშეკრულება 2025 წლამდე გაგრძელდება. მას დაემატება ბონუსები გატანილი გოლებისთვის, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა და ასე შემდეგ. იმობილეს მიმდინარე კონტრაქტი რომაულ კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ისიც ცნობილია, რომ მის მიმართ ინტერესს „ევერტონი“ და „ნაპოლიც“ იჩენდნენ.

იმობილე „ლაციოში“ 2016 წელს გადავიდა „სევილიიდან“ 9,45 მილიონ ევროდ.

კორონავირუსის გამო შეჩერებულ იტალიის წლევანდელ ჩემპიონატში, იმობილემ 26 მატჩში 27 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.