მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის უმაღლესი ტიტულით დაკისრებულ მოვალეობებზე უარი თქვეს, ყველა დაინტერესებულია, თუ როგორ განაგრძობს წყვილი კარიერულ საქმიანობას. რამდენიმეკვირიანი სპეკულაციების შემდეგ, საკითხის შესახებ თავად სასექსის ჰერცოგინია ალაპარაკდა.
როგორც მის მიერვე ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით ხდება ცნობილი, მეგანმა ფილმების გახმოვანების გაგრძელება გადაწყვიტა და Disney-ს დოკუმენტურ ფილმში "Elephants" ნარატორად მოგვევლინა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი შეხვედრის დროს პრინცი ჰარი მაშინ დააფიქსირეს, როცა პრინცი ჰარი დისნესი აღმასრულებელ დირექტორს - ბობ იგერს მეუღლის გახმოვანების ნიჭზე ესაუბრებოდა, რამაც ყველას ეჭვი გაუჩინა, რომ მზრუნველი ჰარი მეუღლის კარიერაზე სამეფო ოჯახიდან წამოსვლამდეც ზრუნავდა.