შორენა სიხარულიძე: „გმირობა ისაა, რომ მაგრად ვდგევართ ჩვენი ზე-პელე მედიკოსების და იმ მთავრობის წყალობით“

შორენა სიხარულიძე: „გმირობა ისაა, რომ მაგრად ვდგევართ ჩვენი ზე-პელე მედიკოსების და იმ მთავრობის წყალობით“

ფეისბუქ-მომხმარებელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ახლა ერთ რამეს ვიტყვი და არ ჩამქოლოთ (თუ რამე,''კასკა'' მზად მაქვს :) ) ეს საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, წარმატებული ექიმები,ამ ჩვენს უძალიანმაგრეს ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და თქვენ წარმოიდგინეთ,იმ საოცარ ხალხს, 24/7-ზე რომ მუშაობენ ლუგარში,მთავრობას და მხედრობას (ნუ ახლა, ჩვენზე, უბრალო და ''მოიწესრიგებელ'' მოკვდავებზე აღარაფერს ვამბობ!) მუდმივად ჭკუას რატომ არიგებენ და ცოტა თითის ქნევით რატომ ელაპარაკებიან? თუ, მე მეჩვენება? თუ სხვასაც ასე ეჩვენება და არ იმჩნევს?

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ან რა გააკეთეთ, ან რა იცით ამ მართლა გმირ, ჩვენს ექიმებზე მეტი? თუ ჩვენზე მოწესრიგებულ ქვეყნებში რომ ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მაგარ ბიჭებზე და გოგოებზე მაგრები ხართ? ა, ხო, ვხედავთ, ვისმენთ, რაც ხდება მაგ მოწესრიგებულ ქვეყნებში (ჩვენდა სამწუხაროდ!!!)

გმირობა ისაა, საშუალოზე ღარიბ ქვეყნად რომ მოვიაზრებით და მაინც რომ მაგრად ვდგევართ ჩვენი ზე-პელე მედიკოსების და იმ მთავრობის წყალობით, რომელმაც ყველა ღონეს მიმართა და ძალისხმევა არ დაიშურა, დღეს, ათასობით დაავადებული რომ არ გვყავს!

...ხოდა, ესეც გაივლის და ისევ ყველაფერი კარგად იქნება..ძალიან კარგად, რადგან ჩვენს გმირ ექიმებს, თავიანთი ზე-პროფესიონალიზმის გარდა კიდევ აქვთ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძლიერი იარაღი - იმ უზენაესის რწმენა და სიყვარული, ვის გარეშეც თმის ღერიც არ ჩამოუვარდება ადამიანს!

''ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისხმა-ყვნეს წყალობანი უფლისანი?'' (ფს.106-43)"

Maverick ჭეშმარიტად!
ზეგანვითარებულ ქვეყნებში ცხოვრება და მუშაიობა იმას არ ნიშნავს, რომ მოპოვებული აქვს უფლება ვინმეს თითი უქნიოს და დაუმსახურებლად მათ ღირსებას, ზნეობას და შრომას შეურაცხყოფა მიაყენოს და დაამციროს, ეს არშემდგარი არსების თვისებაა!
4 წლის უკან
Maverick უკაცრავად ამდენი და-სთვის, მთავარია გამგებმა გაიგოს!
4 წლის უკან