გიორგი ვოლსკი: ზუგდიდში მომხდარი ფაქტი მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდეს

გიორგი ვოლსკი: ზუგდიდში მომხდარი ფაქტი მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდეს

„ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია, ეს აქცია მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოება დაუპირისპირდეს ერთმანეთს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განააცხადა.

„როდესაც საზოგადოების დიდი მასა, თუნდაც ორასი, სამასი ადამიანი იკრიბება და გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე აწყობს ზედახორას, რა საკვირველია სამართალდამცველების საქმიანობა საკმაოდ რთულდება.

სწორედ ეს იყო მიზანი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიყვებოდა და თავის მიზანს ვერ მიაღწიეს იმდენად, რამდენადაც საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და პროცესებს აანალიზებ, არ არის ის, რაზედაც სააკაშვილი მოგვითხრობდა - რომ კულტურა თითქოს მან შემოიტანა საქართველოში. აღარ არის ეს დრო. პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის ეს მცდელობა არის უზნეო, ამავე დროს უშედეგობისთვის განწირული“, - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.