როგორც იცით, გასულ დღეს ბრიტანულმა წყაროებმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელეს, სამეფო ოჯახის წევრი პრინცი ჩალზი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა.
დედოფალი ელიზაბეტის შვილი უკვე შოტლანდიაში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ვირუსის გავრცელების საშიშროების ფონზე უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეგან მარკლმა პრინც ჰარის დიდ ბრიტანეთში ჩასვლა და მამის მონახულება აუკრძალა.
Daily Mail-ს აღნიშნული ინფორმაცია ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.