რამაზ საყვარელიძე: „ოპოზიციას შეეშინდა ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების მზარდი პოპულარობის“

რამაზ საყვარელიძე: „ოპოზიციას შეეშინდა ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების მზარდი პოპულარობის“

„ოპოზიციის ბოლო დღეებში გაკეთებულ ცალკეულ გამონათქვამებსაც არ სჭირდება შეგროვება, ისედაც მიხვდები, რომ პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და გრძელდება ყველა მეთოდებით, მიზნის მისაღწევად" - ასე ეხმაურება ოპოზიციის კრიტიკულ შენიშვნებს, რომელიც კორონოვირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადაგმულ ნაბიჯებს ეხება.

„მეც იმ ადამიანთა რიგებში ვიყავი, რომლებიც თვლიდენენ, რომ პოლიტიკური სურათი შეიცვალა და დაიწყო ახალი პოლიტიკური წესებით თამაში, რაც პოლიტიკური კლიმატისთვის კარგი იქნებოდა. ეს წვრილმანი კინკლაობის სტილი კი ყველა პოლიტიკური ძალისთვის წამგებიანია. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ბოლო დღეებში გაკეთებულ ცალკეულ გამონათქვამებსაც არ სჭირდება შეგროვება, ანალიზზე აღარ ვსაუბრობ, ისედაც მიხვდები, რომ პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და გრძედება ყველა მეთოდით, მიზნის მისაღწევად.

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ კრიტიკა არ იყოს, მაგრამ ისეთი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს, რომელიც საზოგადოების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იქნება. ალბათ ოპოზიცია შეშინდა ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების მზარდი პოპულარობის როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით საქართველოს შედეგები ეპიდემიასთან ბრძოლაში თვალშისაცემია ევროპულ სივრცეში. ამიტომ განჩნდა ალბათ ასეთი შეძახილებიც, რომ "ხელისუფლება სათანადოდ ვერ უმკლავდება კრიზისს" და "ჩვენ გვყავს კრიზისების მართვის ისეთი სპეციალისტი, როგორც სააკშვილია". ანუ ეს მდგომარეობა გამოყენებლი იყოს, რომ დადგეს საკაშვილის ჩამოყვანის საკითხი, თითქოს ერის გულემატკივრობით; მაგრამ ფაქტია, რომ მიზნის მისაღწევად გადაგმული ნაბიჯია.

„მიზანია ალბათ ის, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს ხელისუთლების მიმართ უნდობლობა. ყველაზე კარგი პასუხი, სტილისტურადაც, ოპოზიციის განცხადებებს გასცა ამირან გამყრელიძემ, არ გადაუხვია იმ ტაქტიკას, რომელსაც ნებისმიერი დიალოგი ითხოვს, მაგრამ ამავე დროს მწარე რეპლიკა ესროლა", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.