ეს არის ჩვეულებრივი იაფფასიანი მცდელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელის, რეპუტაციის შელახვის,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატის დაკავების ფაქტის ოპოზიციური მედიის მიერ გაშუქებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშული ფაქტის შესახებ ოპოზიციურ მედიაში ხაზგასმულია, რომ დაკავებული ჩინელი დიპლომატი საქართველოს დელეგაციას მასპინძლობდა.
მისივე თქმით, ლიუ ძინჩაოს ყოველთვიურად ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
„ეს არის ჩვეულებრივი იაფფასიანი მცდელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელის, რეპუტაციის შელახვის. ეს ადამიანი ნამდვილად იყო წლების განმავლობაში ჩინეთის მაღალი თანამდებობის პირი საგარეო მიმართულებით და მას ჰქონდა თითქმის ყოველთვიური შეხვედრები ბრიტანეთის პრემიერიდან დაწყებული, აშშ-ის საგარეო მდივნით დამთავრებული. სხვათა შორის, ეს არის კარგი მაგალითი, თუ რატომ გადაწყვიტა ამერიკის პრეზიდენტმა აეკრძალა ეს მედიასაშუალება, რადგან ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს მედია. როგორია პროპაგანდისტული მედია, რომელიც ცდილობს ალტერნატიული ხმების ჩახშობას“, - განაცხადა მახაშვილმა.
საუბარია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატ ლიუ ძინჩაოზე, რომელსაც სხვადასხვა დროს შეხვედრები ჰქონდა არაერთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთან, მათ შორის იყო ენტონი ბლინკენი და ტონი ბლერი.