„ადამიანებს მიეცათ შანსი, საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ, თუმცა საკუთარ თავში პატიოსნად ჩახედვა ცოტა საშიშია“

„ადამიანებს მიეცათ შანსი, საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ, თუმცა საკუთარ თავში პატიოსნად ჩახედვა ცოტა საშიშია“

„გასაკვირი არ არის, რომ კორონავირუსის გამო შფოთვა ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანებსაც გაუორმაგდათ და არა მხოლოდ მათ, რომლებიც შფოთვისკენ ისედაც მიდრეკილნი არიან“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ექიმი-ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი და ჩვენს მოსახლეობას კონკრეტულ რეკომენდაციებსაც სთავაზობს.

საგანგებო მდგომარეობის გამო სახლში გამოკეტილ მოსახლეობაში დეპრესიული განწყობა შეიძლება გაძლიერდეს. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები რა რჩევას მისცემდით ჩვენს მოქალაქეებს, რათა მათ მომატებული ემოციური ფონი დაძლიონ?

- დეპრესიული აშლილობის ახალი შემთხვევები, ალბათ, ნაკლებად გაჩნდება. დეპრესიას, როგორც დაავადებას, ზოგადად აქვს მიდრეკილება განმეორებისკენ. ამიტომ უნდა განვასხვავოთ დეპრესია, როგორც დაავადება და დეპრესიული გუნება-განწყობის დაქვეითება, დეპრესიული რეაქცია რაღაც მოვლენებზე. როცა ვლაპარაკობთ დეპრესიაზე, როგორც დაავადებაზე, მას აქვს თავისი კრიტერიუმები. მე ახლა მაინც ექიმის ენით გელაპარაკებით, რაც ჩემი პროფესიაა. კლინიკური სახით დეპრესიული აშლილობის ჩამოყალიბებას ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ორი ან ცოტა მეტი კვირით სახლში გამოკეტვაა. თუმცა იმ ადამიანებში, რომელთაც უკვე ჰქონიათ დეპრესია, მოწყვლადნი არიან ამ დაავადების მიმართ და საამისო წინაპირობები უდევთ ფსიქიკაში, ასეთი მდგომარეობა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი ამ დაავადების წარმოშობის.

დეპრესიული რეაქცია შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს, როგორც რეაქცია მოვლენებზე. ახლა ერთი თვით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთი თვე ადამიანი უწყვეტად უნდა იჯდეს სახლში და გადაადგილება შეეზღუდოს.

მაგრამ გარეთ გასვლისას მძიმე აღსაქმელია ხალხისგან დაცლილი ქუჩების ხილვა.

- დიახ, მაგრამ მოქნილი ფსიქიკის ადამიანები შეძლებენ იმ საქმიანობის ჩანაცვლებას სხვა საქმიანობით, რასაც ყოველდღიურად აკეთებდნენ. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავს უფრო უნდა ჩაუღრმავდეს, მაგალითად, ვიღაცას უყვარს ქსოვა და აქამდე ამისთვის დრო არ ჰქონდა, ახლა მოიცლის საამისოდ. მამაკაცებს ჩხირკედელაობა უყვართ და უამრავი შესაკეთებელი ნივთი დაუგროვდათ სახლში, რისთვისაც ვერ იცლიდნენ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. ვიღაცას უცხო ენის სწავლა უნდოდა, დაჯდება და ახლა ისწავლის. ასეთ დროს რატომ უნდა დაემართოს ადამიანს დეპრესია? ვისაც არ აქვს მოქნილი ფსიქიკა, უხეშად რომ ვთქვა, არ ყოფნის ფანტაზია და ინტერესებიც არ აქვს, გარდა წმინდა მიწიერი და ყოფითი პრობლემების გადაწყვეტისა, რა თქმა უნდა, ცოტა გაუჭირდება.

სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ყველაზე რთული პერიოდი შეიძლება დაუდგეთ ბავშვებს, რომლებსაც ეზოში თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებას არ მისცემენ. რა უნდა იღონონ მშობლებმა, რომ ეს სტრესი დაიძლიოს?

- ამ შემთხვევაში, მშობლების ერთ-ერთი „გასართობი“ შეიძლება გახდნენ საკუთარი შვილები. ბავშვი ძალიან კარგად ერთობა, როცა მშობელი მისთვის იცლის და სულაც არ სჭირდება ქუჩაში ირბინოს. წაუკითხეთ, ეთამაშეთ, სპექტაკლები დადგით სახლში, თუ გაქვთ ამის საშუალება. რაღაც პერიოდულობით ზუსტადაც უნდა გაიყვანოთ ბავშვები სუფთა ჰაერზე, უბრალოდ, თავშეყრის ადგილებს მოარიდოთ. ბავშვების სკვერში გაყვანას მშობლებს არავინ უკრძალავს.

კონკრეტულ რეკომენდაციებს რაც შეეხება, გვირჩევენ, რომ ხანგრძლივად ლოგინში წოლას უკუეფექტი მოაქვს და დეპრესიულს გახდის ადამიანს, ასევე, გამუდმებით არ უნდა მივაჩერდეთ ტელეეკრანს.

- მართლაც ასეა. როდესაც მუდმივად უსმენ და ეძებ უარყოფით ინფორმაციას, საფრთხე იმაზე დიდი გეჩვენება, ვიდრე რეალურადაა. თუკი უცხო ენა ესმის ადამიანს, მაშინ შეუძლია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტიდან აიღოს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია, რომელიც სერიოზული საიტია. ამას უნდა მივეჩვიოთ და არა ყველაფრის მოსმენასა და იმ განცდით ცხოვრებას, ვაიმე, სოციალურ ქსელში რას წერენ, რომელ არხზე რას ამბობენო. თუ მყარი ფსიქიკა აქვს ადამიანს და ეს არ მოქმედებს, მაშინ უყუროს იმას, რაც უნდა. სხვათა შორის, ერთი-ორი შემთხვევა მქონდა და უკვე მომმართეს კიდეც, რომ შფოთვისკენ მიდრეკილ ადამიანებს გაუორმაგდათ შფოთვა. გარშემოც ვხედავ, რომ შფოთვა ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანებსაც გაუორმაგდათ, ეს მათ საქციელზეც შეეტყოთ. როცა ტოტალურად გესმის მძიმე ამბები, შენს თავს თვითონვე იავადებ, ამიტომ გააჩნია, როგორი ფსიქიკა გაქვს.

ასეთი მოსაზრებაც გამოითქვა, რომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში უფასო სატელეფონო მომსახურება, რომელიც დაამშვიდებს, ფსიქოლოგიურ მომსახურებას გაუწევს ადამიანებს.

- ეს საჭიროა და, ალბათ, მოხდება კიდეც გადაწყობა, რადგან საგანგებო სიტუაციაში ფსიქიატრები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეათანხმებენ კონკრეტულ ინიციატივებს. კერძო მიმოწერებში ამის შესახებ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ. ბევრნაირი ფსიქიატრიული სერვისი არსებობს, მით უმეტეს, თბილისში და შესაძლებელია, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები უფრო მეტად გადავიდნენ სატელეფონო კონსულტაციებზე იმ პაციენტებთან, ვინც უკვე ჰყავთ. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ალბათ, მათთვისაც საჭირო იქნება ასეთი სატელეფონო დახმარების აღმოჩენა. ყველაზე კარგი იქნება, სპეციალისტებმა სახლიდან შევძლოთ ადამიანების მომსახურება, რომ ნაკლებად გავიდეთ გარეთ. ალბათ, ამისთვის საჭიროა უფასო ნომრები და ამის ნორმალიზება, რასაც ორი დღე მაინც დასჭირდება.

თვალშისაცემია, რომ კორონავირუსმა დადებითიც და უარყოფითიც მოიტანა, გამომჟღავნდა განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიელების მიმართ, ადამიანებს შორის თანადგომის სურვილი; უარყოფითია ის, რომ გარბიან ადამიანები თვითიზოლაციიდან, არ იცავენ კარანტინის წესებს, მზად არიან, სხვებს გადასდონ ვირუსი და სხვები დაასნეულონ. საინტერესოა, როგორია ექიმი-ფსიქიატრის თვალით დანახული სამყარო კორონავირუსის ფონზე?

- ბევრი ადამიანის სიცოცხლე წაიღო ამ ვირუსმა და, ალბათ, კიდევ წაიღებს. საერთო ჯამში, დადებითის შესახებ მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ, როცა ამოიწურება პანდემია. ერთი კია, ატმოსფერო გასუფთავდა, შემცირდა ავტომობილების, თვითმფრინავების გადაადგილება, გამონაბოლქვი, ქარხანა-ფაბრიკები დაიკეტა, შეიზღუდა ის, რაც თანამედროვე ცხოვრებას მოაქვს. ზოგადად, ადამიანები ბევრს მოგზაურობდნენ ხან სამსახურებრივად, ხან სხვა მიზეზის გამო. ახლა კი, როგორც ფსიქიატრი ვიტყოდი, რომ ადამიანებს მიეცათ მეტი შანსი, საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ. საკუთარ თავში ჩავიხედოთ, ძალიან ბევრი ავადმყოფობის, არასწორი ნაბიჯების წყარო ის არის, რომ საკუთარ თავსაც კარგად არ ვიცნობთ, უფრო გარეთ ვართ ორიენტირებულნი, შიგნით ნაკლებად ვიხედებით. არის შანსი, შიგნით ჩავიხედოთ, ძალიან საინტერესო იქნებოდა საკუთარ თავში ჩაღრმავება. საამისოდ მეტი დრო გვაქვს. როცა გარეთ აღარ გადიხარ, აღარ მოგზაურობ, რა უნდა აკეთო? ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთარ თავში პატიოსნად ჩახედვა ცოტა საშიშია.

ბევრ უარყოფითს აღმოვაჩენთ?

- მოდით, ასე ვთქვათ, აღმოვაჩენთ ბევრ მოულოდნელს. შეიძლება დადებითიც აღმოვაჩინოთ, რაც არ გვეგონა, რომ გვქონდა. არ გვეშინოდეს საკუთარ თავში ჩახედვის. მოვუწოდებდი ადამიანებს, მეტი დრო დაუთმონ თავიანთ სულში ჩახედვას და იმ რეკომენდაციების შესრულებას, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, რომ სტიგმა არ უნდა გაგვიჩნდეს კორონაგადატანილი ადამიანების მიმართ. ეს ფსიქიატრებისთვის კარგად არის ცნობილი და, როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ არსებობს სტიგმა, რაც თრგუნავს ამ ადამიანებს, კორონაგადატანილების მიმართაც იგივე არ უნდა განმეორდეს. უბრალოდ, უნდა დავიცვათ წესები, რომ არ გადაგვედოს ეს ვირუსი.

Serapina გახსოვდეს სიკვდილი! ვისაც ამ გამოთქმის არსი ესმის და პატიოსნად ცხოვრობს, ამ ვირუსის გამო მას ახალი შიში არ გასჩენია. ვისთვისაც ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს, იმათ მაინც არაფერი ეშველებათ სამწუხაროდ, ასე მგონია...
მცირედი სტაბილურობა და ისეთივე ფულის მონები იქნებიან, რაც ადრე იყვნენ.
ახლა საქართველოს მედიაზე... უფრო სწორად ყოვლად უიმედო მედიაზე, მთავარ არხზე უნდა ვთქვა... ამათ უღმერთობაზე და სხვისი გაჭირევებით მანიპულაცია-სპეკულაციაზე.....
არანაირი ადამიანური ტრაგედია არ გამოტოვეს, რომ თავისი მოღრეცილი და გადღაბნილი აზროვნებით, ხალხის ნერვებზე არ ითამაშონ. როგორც მაჩალიკაშვილს იყენებდნენ, ისე ექცევიან ახალ იმ საბრალო სამტრედიელ კაცს, ესპანეთში რომ მეუღლე გარდაეცვალა. მრავალშვილიან ოჯახს, მცირეწლოვანი ბავშვებით დედა გარადეცვალა და იმ ბავშვების ტრაგედიას, ვერანაირი მედიასაშუალება, რაც კაცობრიობას დღემდე შეუქმნია ვერ აღწერს!
სამაგიეროდ, ამ მახინჯი სექტის ჟურნალისტები, ამ ბავშვების ტკივილს ახლა, დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის ხაზგასასმელად იყენებენ. ნახეთ, მათი მახინჯად აწყობილი სიუჟეტი...
ახლა, მე რომ ამ საქართველოს ხელისუფლების ქება აქამდე არასოდეს დამცდენია, ისიც მოგეხსენებათ. ოღონდ, ამ ვირუსის შედეგად დამდგარ სიტუაციაში რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, სწრაფად და გონივრულად იმოქმედა, ამას მე, შუა ევროპიდან ვხედავ... ვინც სახლში, ძალით იბრმავებს თავს, თავად შეიყაროს ნაცარი თვალებში!!!
მე შუა ევროპაში, ქართველის გარდაცვალება რამდენნაირი ტრაგედიაა, არ მესწავლება! ხათუნა კალმახელიძის სიბძნე საკვირველი, რომ ხალხი გარეთაც და ციხეშიც იხოცება... ამაზე ტაშის დამკვრელი ხალხი, ზის ახლა და იხილავს, რომ ჩვენი
უსულგულო ხელისუფლების წყალობით, ეს ხუთი ბავშვი გარდაცვილი დედის ნეშთს ვერ ნახავენ. ასაუბრებენ სასოწარკვეთილ ქმარს, რომელსაც წარმოდგენა არ ააქვს, რომ მისი გაჭირვებით, მასებზე მანიპულაცია მიდის!
არადა, ეს ის შემთხვევაა, სულ რომ შვეიცარია ვიყოთ და მათი ხელისუფლება გვყავდეს, ვერავინ ვერაფერს მოახერხებს!
გარდაცვლილ ქალბატონს რომელსაც სიმსივნის გამო უნდა ემკურნალა, დაემატა ეს ვირუსი... რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. რადგან ეს ვირუსი ახალია და არანაირი იურიდიული ჩარჩოები არ არსებობს... ცხადია ესპანეთის ხელისუფლებას სასწრაფო რეაქცია უნდა ჰქონოდა...მიიღეს ახალი კანონები... ისიც ცხადია რომ, ამ ვირუსით გარდაცვლილი ადამიანის გადასვენება ამ წუთში ვერ განხორციელედება... რადგან ამის შედეგები არავინ იცის.
არა, ეს სააკაშვილის სექტა რაღაც გენმოდიფიცირებული არსებები არიან, რომლებიც დედამიწას ადამიანების ფორმით მოევლინენ....
ერთი თქვენი ჟურნალისთა ქარტია სად არის ახლა?!
ამ სიუჟეტის გამო, დისკომფორტი არ ექმნებათ?!

პ.ს. სამტრედიელი, გაპარტახებული სახლ-კარის პატრონი ახალგაზრდა კაცი რომ ავღანეთში გარდაიცვალა...ოჯახი, ინტერვიუს ვერ იძლეოდა შიშით. მდუმარედ დაასაფლავეს, ნაციონალების შიშით... ისე როგორც ასობით ციხეში დაღუპული ქართველი ახალგაზრდების ოჯახები ვერ იღებდნენ ხმა, თუკი სხვა შვილები ჰყავდათ... და ეს, ჩვენ გვახსოვს!!!
ახლა, ზიან და ერს ანათლებენ, რომ საქართველოს მთავრობამ, ესპანეთს კანონმდებლობა უნდა შეაცვლევინოს. თუ არადა, ცხადად დავინახავთ საქართველოს მთავრობის უნიათობას თურმე.
დაადუმეთ ეს არხი!!!!!!!
დაადუმეთ!!!!
4 წლის უკან
არაგველი641 "ნაცბოზბანდა" - ამაზე უკეთესი სახელი ნაცებისა და მათი განშტოებებისათვის არ არსებობს.
საკვირველი ისაა, რომ ამ ნაცბოზბანდას კიდევ შემოჩნენ მხარდამჭერები, რომელთაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ გამო*ლევებული ხალხი.
4 წლის უკან