მალდინი:

მალდინი: "მე და ჩემი შვილი კორონავირუსს ერთ კვირაში დავამარცხებთ"

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. იტალიელის განცხადებით, ის და მისი შვილი ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებიან.

„მადლობა ყველას მესიჯებისთვის, ჩემი და ჩემი შვილის გამხნევებისთვის. ამ ვირუსის დამარცხებას ერთ კვირაში შევძლებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებს, ჯანდაცვის მუშაკებს, სამოქალაქო დაცვას, სამართალდამცავებს, რომლებიც ამ საგანგებო მდგომარეობის დროს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს და უდიდეს სიმამაცეს ავლენენ“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, პაოლო მალდინისა და მის ვაჟს, დანიელს კორონავირუსი 21 მარტს დაუდასტურდათ.