დღეს საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს გაციების სიმპტომები. დღეს არის გრიპის სეზონი და ასევე სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.
მას შეკითხვა დაუსვეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2 თვის ბავშვის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანას. „ვისაც საქართველოში ტემპერატურა აღენიშნება და წამოახველებს, ყველა თუ იფიქრებს, რომ კორონავირუსია, ეს არის უბრალოდ პანიკის დათესვის მცდელობა“, - აღნიშნა იმნაძემ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2 თვის ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაცია ,,ქრონიკას" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგმა, მარინა კაპანაძემ დაუდასტურა.