32 წლის ბარბადოსელი მომღერალი და მსახიობი - რიანა კორონავირუსთან ბრძოლის საყოველთაო საქმეში ერთვება! ცნობილი ლამაზმანი, რომელიც ბოლო წლებია ძირითადად მოდის ინდუსტრიაში მონაწილეობს საკუთარი ფონდიდან - Clara Lionel Foundation-იდან 5 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ფონდი, რომელიც რიანამ საზოგადოების დასახმარებლად ჯერ კიდევ 2012 წელს შექმნა, ამჯერად ვირუსის პრევენციისთვის ამუშავდება და მის მიერ გამოყოფილი თანხა ამერიკის შეერთებული შტატების, კარიბის სანაპიროსა და აფრიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლებას დაეხმარება ვირუსთან ბრძოლაში.