52 წლის მსახიობი დენიელ კრეიგი, ბევრი ადამიანისთვის ცნობილი, როგორც ჯეიმს ბონდი, აგენტი 007, აპირებს შვილებს საკუთარი მემკვიდრეობიდან 1 ფუნტიც კი არ დაუტოვოს.
ვარსკვლავმა ახალ ინტერვიუში ჟურნალ Saga-სთან განაცხადა, რომ მისთვის მემკვიდრეობა "საზიზღარი" და უსიამოვნო რამაა:
"£18 მილიონის გამომუშავების შემდეგ არ მინდა, რომ ეს ყველაფერი, გამზადებული თანხა მომავალ თაობას დავუტოვო. ფულს მოვიშორებ, ან სხვას უსასყიდლოდ მივცემ."