"ლაციო" კორონავირუსის მიუხედავად ვარჯიშების განახლებას აპირებს

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო მდგომაროება დღითიდღე უარესდება, მაგრამ ეს არ აშინებს რომის „ლაციოს“, რომელიც საწვრთნელი პროცესის განახლებას გეგმავს.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, კლაუდიო ლოტიტოს უნდა, რომ ფეხბურთელებმა ვარჯიში ხუთშაბათიდან დაიწყონ, რადგან „ლაციო“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაშია ჩართული და ფორმიდან ამოვარდნა „არწივების“ მფლობელს დიდად არ ხიბლავს.

აქვე გეტყვით, რომ იტალიაში 4 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. „ლაციოს“ გარდა „ნაპოლი“ არის კიდევ ერთი გუნდი, რომელიც საწვრთნელი პროცესის განახლებას გეგმავს.