"მილანის" 38 წლის შვედი შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდება, აღნიშნულ ინფორმაციას Sport Mediaset-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ზლატანი ამ სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.
მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა "მილანის" მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.