მიუხედავად ასაკისა, ყველა ღიარებს, რომ ბევრი 20 წლის ახალგაზრდა ვერ შეედრება 48 წლის ამერიკელ მსახიობს – დემი მურს გარეგნობით. ჰოლივუდში ვრცელდება ჭორრები, რომ თითქოს დემის სილამაზის საიდუმლოება, მუდმივად გაკეთებულ პლასტიკური ოპერაციებშია.
ჰოლივუდელი მსახიობი უარყოფს პლასტიკური ქირურგიის ჩარევას ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის და აცხადებს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო სულ მარტივ რამეში – ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ბედნიერ ოჯახშია.
მიუხედავად ქირურგიისათვის კატეგორიული უარის გაცხადებისა, დემი სულაც არ აპირებს დაჯდეს და დაბერებას დაელოდოს - მან გადაწყვიტა კანი დაიჭიმოს უახლესი მეთოდებით და 16 წლით ახალგაზრდა მეუღლის, ეშტონ კატჩერის გვერდით თავი დეიდად არ იგრძნოს.