ნეიმარი მედპერსონალისადმი მადლიერების აქციას შეუერთდა

ნეიმარი მედპერსონალისადმი მადლიერების აქციას შეუერთდა

მადლიერების საყოველთაო აქციას ნეიმარიც შეუერთდა. მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა.

ვიდეოში, რომელიც ნეიმარმა Instagram-ის გვერდზე დადო, ის ექიმებს აპლოდისმენტებს უძღვნის.

„მადლობა ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ“, -აცხადებს ფეხბურთელი.