პაატა ბურჭულაძის შვილები სუს-ში დაიბარეს

პაატა ბურჭულაძის შვილები სუს-ში დაიბარეს

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილები შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბურჭულაძეების სუს-ში დაბარება, 17 მარტს, მათ ოფისში „MS ჯგუფი" ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებეს უკავშირდება.

აღნიშნულ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცავებმა მას შემდეგ ჩაატრეს, რაც მოქალაქეებს გაეგზავნათ სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

შეგახსენებთ, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

amo ეტყობა ჯიშად აქვთ არასერიოზულობა
5 წლის უკან