საქართველოში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო. კომპანია „აჭარა ტექსტილი“ პირველ პარტიას უკვე დღეს გამოუშვებს. 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. მრავალჯერადი პირბადეები მარლისგან მზადდება.
კომპანიის ფოთის საწარმო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ეწვია, პირბადეების წარმოების პროცესს გაეცნო და მასში მოანაწილეობაც მიიღო.
ნათია თურნავას თქმით, პირბადეები საწყის ეტაპზე იმ პროფესიის ადამიანს დაურიგდება, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ბევრ ადამიანთან უწევს კონტაქტი. მისივე თქმით, პირბადეების დასამზადებლად გამოყენებული მასალა ჯანდაცვის სამინსიტროსთან არის შეთანხმებული და ლაბორატორულად შემოწმებულია.
რაც შეეხება პროდუქციის ფასს, თურნავას თქმით, ამ ეტაპზე ის განსაზღვრული არ არის და ნედლეულის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული. საქართველოს მასშტაბით პირბადეების წარმოებით 10-მდე საწარმოა დაკავებული.