ამირან სალუქვაძე: სად ხართ ენჯეოები თქვენი კვლევებით ან განცხადებებით? სად არიან აქტივისტები კრეატიული პერფომანსებით, ფლეშმობებით?

ამირან სალუქვაძე: სად ხართ ენჯეოები თქვენი კვლევებით ან განცხადებებით? სად არიან აქტივისტები კრეატიული პერფომანსებით, ფლეშმობებით?

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

მთელი დღეა პირად სასაუბროებში ხალხს ვამშვიდებ ამ ცრუ, პანიკური ინფორმაციების, მავნებლური სტატიების გამო.

სად ხართ ენჯეოები თქვენი კვლევებით ან განცხადებებით? სად არიან აქტივისტები კრეატიული პერფომანსებით, ფლეშმობებით?

სადაა სახალხო დამცველი, შვებულებაშია? იქნებ მომხმარებელთა უფლებებით, ან სხვა საკითხებით დაინტერესდეთ?! ან იქნებ რაიმე დამამშვიდებელი განცხადებით გამოხვიდეთ?! თუ ვერ გრძნობთ, როცა მოქალაქეთა დაპანიკება ხდება, ამით მათი უფლებები ირღვევა?!

თუ ყველანი ერთად ამ პანიკური სმს-ების დამგზავნების და მათი დამკვეთების დამცავებად მოგვევლინებით?!

ტელევიზიებმა ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულთა ადვოკატები აგვარიდეთ, თუ შეიძლება.

სასამართლოში დაიცვან. ტელევიზიებით არ გვჭირდება გამამართლებელი განცხადებები.

დღეს ადამიანი მწერს, დიაბეტი მაქვს, აუდიო შეტყობინებას მთელმა ოჯახმა რამდენჯერმე ვუსმინეთო. პანიკაში იყვნენ...

ახლო ნათესავი მწერს უცხოეთიდან იგივეს, მუშაობს, შვილები აქეთ ჰყავს, ნერვიულობს ამ აუდიო შეტყობინების გამო.

აქ კიდევ ვიღაც ტიპები თურმე "ხუმრობენ"...

მაქსიმალური სიმკაცრით იქნას ყველა დივერსიული ფაქტი გამოძიებული, დადგინდეს დამკვეთები, კლავიატურის ჭიებთან ერთად.

ადრე დავწერე თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე.

საჭიროა მსგავს დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებითაც უმკაცრესი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.

 

 

 

ამირან სალუქვაძე