ფეისბუქ-მომხმარებელი ანა ყიფიანი სოციალურ ქსელში წერს:
“პირდაპირი ჩართვა” გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან , სადაც ამ წამს მომივიდა Covid-19 ზე უარყოფითი პასუხი.
მაგრამ..
შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ გუშინდელი გრძელი დღის შესახებ.
გუშინ საღამოს ჩამოვფრინდით თბილისში. (არ დავიწყებ ეხლა მოყოლას როგორი სანახავი იყო პარიზი: დახურული ლუვრი, დახურული პარკები, ცარიელი ქუჩები და უკიდეგანო რიგები მარკეტებთან...)
აეროპორტში შესვილსთანავე დავინახე უზარმაზარი ქაოტური რიგი პასპორტის კონსტროლის ზონამდე. სადღაც ბოლოში კი “თეთრ სკაფანდრებში” ჩაცმული ხალხის სილუეტებს ვხედავდი, რომლებიც მანამდე მხოლოდ ფილმებში მყავდა ნანახი. რაღაც მომენტში წუწუნის და დაღლილობის შეგრძნება დამეუფლა , რადგან მივხვდი , რომ ისედაც დაღლილზე, კიდევ რამოდენიმე საათი მომიწევდა ლოდინი თვითიზოლაციაში გადაყვანამდე.
ჩემი რიგი რომ მოვიდა- შემრცხვა. დავინახე დაღლილობისგან გადამწვარი ექიმების სახეები- რომლებიც ცდილობდნენ რამოდენიმეჯერ გადაემოწმებინათ ყველასთვის სიცხე, გაეცათ ყველასთვის პასუხი.პოლიციელები- რომლებიც ცდილობდნენ მაქსიმალურად დაეცვათ წესრიგი და დაგვხმარებოდნენ..
ორჯერ გაგვიზომეს სიცხე,ყოველ ჯერზე სხვადასხვა ციფრებს გვიჩვენებდა,რადგან აპარატი ვერ ასწრებდა “გაგრილებას” იმდენად დიდ რაოდენობა ხალხზე უწევდათ გამოყენება. ჰქონდათ რამოდენიმე ვერცხლისწყლის თერმომეტრი, მაგრამ ბევრნი ვიყავით და აურაცხელ დროს მოითხოვდა ყველასთვის სიცხის გადამოწმება და გვითხრეს, რომ ყველას კლინიკაში წაგვიყვანდნენ.
ისევ დაღლილობის და თითქოს გაღიზიანების შეგრძნება დამეუფლა და ვთხოვე ექიმს ,მაინც გადაემოწმებინა ჩემი ტემპერატურა(რადგან დაბალი მაჩვენებელი მქონდა) და გავეშვი პირდაპირ თვითიზოლაციაში ,კლინიკის გარეშე... ზოგი ტიროდა, ზოგი ილანძღებოდა...
მაგრამ ისევ შემრცხვა... მომიტრიალდა ექიმი და მითხრა: უცხოეთში ხალხი იხვეწება ტესტები რომ გაუკეთონო და ჩვენ თქვენ გეხვეწებით პირიქითო..... შემრცხვა და გავჩუმდი.
ჩვენს ავტობუსს ესკორტი მოაცილებდა(5 პოლიციის მანქანა) . ჰოსპიტალში დაგხვდნენ ისე, როგორც შეეძლოთ.... ყველა თავისი თავის მაქსიმალურს აკეთებდა....
წინადადება , რომელიც 17.03.2020 -ის ლეიტმოტივად დამრჩება მთელი ცხოვრება იქნება: “ ვემსახურებით სამშობლოს, რითიც შეგვიძლია... გაგვიგეთ ჩვენც და დაგვეხმარეთ”...!!!!!!!!!
გმადლობ ყველას, ვინც ემსახურებით სამშობლოს!!
განსაკუთრებული პატივისცემა ექიმებს, დედაჩემის თამადობით
P.S
წინ საკარანტინე პერიოდია და განმეორებითი ტესტები! დარჩით სახლში, ვისაც შეგიძლიათ და დაეხმარეთ ერმანეთს!!!
National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საქართველოს მთავრობა