"გარდიანი": კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უკვე არის, პაციენტები 4 დღეში გამოჯანმრთელდნენ 

ჩინეთის მთავრობამ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა. ამის შესახებ პოპულარული ბრიტანული გამოცემა ,,გარდიანი” იუწყება. ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლი,  ჩჟან სილმინის განცახდებით, პრეპარატი „ფავიპირავირი“, რომელსაც იაპონური კომპანია Fujifilm Toyama Chemical აწარმოებს, კორონავირუსის მკურნალობისთვის ეფექტიანი აღმოჩნდა.

სილმინის განმარტებით, უჰანსა და შენჟენში წამლის 340 პაციენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ტესტირებამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.

კერძოდ, დაავადებულთა ანალიზებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც „ფავიპირავირს“ იღებდნენ, 4 დღეში კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი ჰქონდათ. ის პაციენტები კი, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ.

ამასთან, სპეციალისტების მტკიცებით, მედიკამენტს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი აქვს და ფილტვების მდგომარეობს დაახლოებით 91%-ით აუმჯობესებს.