თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ დროისთვის ინფექციურ საავადამყოფოში სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირისით დაინფიცირებულია, ამის გარდა 7 ადამიანი ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ დროისთვის ვითარება არ შეცვლილა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ 38-ია.

პაციენტებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე ავადმყოფის კი პრობლემური.

„პნევმონია აქვს სულ 11 პაციენტს. ველოდებით 12 ადამიანის ანალიზის პასუხს. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათი მდგომარეობა კარგი არა, მაგრამ მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვირუსის მეოთხეულ გავრცელებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე ექსპერტების შეფასება გაიყო.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა და რამდენადაც ვიცი, ექსპერტების უმეტესობის, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა, ვისგან დაინფიცირდა. ამიტომ ეს არ არის მეოთხეული გავრცელება ან თუ არის, ეს არის ერთადერთი შემთხვევა“- განაცხადა ცერცვაძემ.