ნინო ხაჩიძე: დარწმუნებული ვარ, აგნიასდებით, რას მიქვიან, წესს არ აგვიგებენო

ნინო ხაჩიძე: დარწმუნებული ვარ, აგნიასდებით, რას მიქვიან, წესს არ აგვიგებენო

ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:

2008 წლის აგვისტოში სამეგრელოში, რუსის ჯარი რომ იდგა და ადგილობრივი ხელისუფლება გაქცეული იყო, სასულიერო პირები რომ დადიოდნენ ზუგდიდის ქუჩებში, აკურთხებდნენ და გალობდნენ და ასე ამხნევებდნენ ოკუპანტის პირისპირ მიტოვებულ მოსახლეობას, კი შეირგეთ დედის რძესავით, მაშინ კრეატივი დაგეხშოთ?!

მზის ქვეშ რომ გადაიზილა ჩვენი მეომრების უსიცოცხლო სხეულები (ის კიდევ სხვა ამბავია - რატომ არავინ გამოიძია, რატომ მიატოვეს ამდენი თანამებრძოლი ბრძოლის ველზე, გინდა დაღუპული და გინდა - დაჭრილი?! დასაბუთებული ვერსიით - მათი მესამედი ცოცხალი, ანუ დაჭრილი მიატოვეს!) და მღვდლების მეტი მათი გამომსვენებელი არავინ რომ არ იყო, რატომ დაყვინთა თქვენმა დაბრეცილმა ფანტაზიამ?!

ხახვი არავის დააჭრათ ყურებზე, მაგრამ საკუთარი არა მხოლოდ ყურების გაფრთხილება კი გმართებთ, ოღონდ ეს ჩემი საქმე არ არის (ამის მეტი დარდი არ მომცა შემოქმედმა), თქვენი ამბავია

ნუ მიბინძურებთ, რა, ეთერს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, აგნიასდებით, რას მიქვიან, წესს არ აგვიგებენო