შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს, დიდი ალბათობით, ამ კვირაში ან კვირის ბოლოს დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს ზრდა იყოს მინიმალური“, – აღნიშნა გამყრელიძემ.