მაია ავლოხაშვილი: განათლებას რომ ინდოქტრინაციისთვის იყენებ, ამაზე ბანძი საქციელი არ არსებობს

მაია ავლოხაშვილი: განათლებას რომ ინდოქტრინაციისთვის იყენებ, ამაზე ბანძი საქციელი არ არსებობს

მაია ავლოხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ამ ხალხს დაავიწყდა, რომ სხვების სიბრიყვეზე გაუთავებელი ლაპარაკი და “დღევანდელი მთავრობის მხილება”, საკუთარ სიბრიყვეს და უპასუხისმგებლობას ვერაფერს შველის.

განათლებას რომ ინდოქტრინაციისთვის იყენებ, ამაზე ბანძი საქციელი არ არსებობს.

ყველამ თავის მიბარებულ ბატს და ცხვარს მიხედოს და მარტო რა გააკეთეთ კი არა, რა არ გააკეთეთ, ჯერ ამ კითხვებს გაეცით ხოლმე პასუხი სანამ ფითქინა ფრთებს გამოისხამთ. მერე შეიძლება კიდევ დაგიჯეროთ და ერწმუნოს კაცი თქვენს “სამშობლოზე ზრუნვას”.

საკუთარი თავის, “პაეზდკების” და “კაი პონტების” მეტი არაფერი აინტერესებდათ როცა დრო იყო, და ახლა აუჩუყდათ გულები “ეს რა დღეში ვყოფილვართ”

ასეთების სოციალური პასუხისმგებლობა ყოველთვის ნულს ქვემოთ იყო, აკადემიური გარემო ჯავშნად სჭირდებოდათ, დაცულობისთვის. გეგონება კულტურა მხოლოდ ისაა, “რაც წიგნებში, ნახატებში, კინოში, თეატრსა და მუსიკაშია”, აქ ვლინდება ამათი სავოკობა- რამდენიც არ უნდა წერონ  ბოროტ საბჭოეთზე , ტიპური საბჭოთა “მოღვაწეები” არიან. კულტურა  მაშინაა კულტურა პლუს ნიშნით, როცა ის სოციალურ განზომილებაზე გადის და ცვლის მას უკეთესობისკენ. კლასიკური კაპიტალიზმი დღევანდელისგან განსხვავებით ამის კარგი მაგალითია. მაგრამ ესენი “ძნ სვეცკები” იყვნენ საამისოდ. როდემდე ილაპარაკებენ ამ ტრივიალურ ჭეშმარიტებაზე, რომ ცუდი ცუდია და კარგი-კარგი, არ ვიცი. ამის გაგებას რა აკადემიურობა სჭირდება?

ახლაც საკუთარი თავი აღელვებთ ამ ორომტრიალში ( რაც ასეც უნდა იყოს, ოღონდ სხვები რატომ უნდა იყვნენ ამ დროს დაუნტერესებლები , ამას ვერ ვხვდები), ნამდვილი კულტურული ქართველები”, დანარაჩენი-ნაგავზე. მერე დადგებიან და მიმტკიცებენ ასეთები, რომ “მიშისტები” არ არიან, ებრძოდნენ

მიშა ამათ თავში ყავთ ნაირ-ნაირ პოზაში, ისე რომ ვერც აგნებენ.

და თუ ებრძოდნენ კიდევ, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც უშუალოდ ამათ შეეხო მაშინდელი სიტუაცია. თორემ მეტი საქმე არ ჰქონდათ ნერვი შეტოკებოდათ. უფრო დიადი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. მაშინაც  და ახლაც

მართლა ინტელექტუალისთვის ზედმეტად კომფორტულია ყველა ნეგატივი “ცუდი ერის” პრინციპით ახსნას.

აქაა მთელი პრობლემა.