ეკატერინე შარაშიძე: საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო ბევრად უფრო მომზადებულია, ვიდრე - ინგლისში

ეკატერინე შარაშიძე: საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო ბევრად უფრო მომზადებულია, ვიდრე - ინგლისში

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო ბევრად უფრო მომზადებულია, ვიდრე ინგლისში, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრიტანეთის საინვესტიციო კომპანიის პარტნიორმა ეკატერინე შარაშიძემ ლონდონიდან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად შექმნილ გამოწვევებზე ისაუბრა.

შარაშიძემ საუბრისას ეჭვი გამოთქვა, რომ ისედაც კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს გაუძლებს. ამის ფონზე შარაშიძემ განმარტა, რომ საქართველოს ყველა შტო ამ პრობლემას მომზადებული დახვდა.

„მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ საქართველოს ყველა შტო ბევრად უფრო მომზადებული არის, ვიდრე ახლა ის რასასც ვხედავ ინგლისში. კერძოდ, ის რაც ხდება ჯანდაცვის სფეროში. მართლაც იშვიათია, საქართველო წამყვანი იყოს სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. რასაც აქედან ვხედავ, სწორედ ასეა. აქაური ჯანდაცვის სისტემა ისედაც კრიზისულ სიტუაციაში იყო, ახლა რას გაუძლებს, ძალიან საეჭვოა. ამიტომ სიტუაცია აქ ძალიან გართულდება. ამ ეტაპზე ჩვენ არც კი ვიცით, რამდენია ინფიცირებული, რადგან ჯერ მხოლოდ მათი ტესტირება ხდება, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან, ანუ ავად არიან“, - განაცხადა ეკატერინე შარაშიძემ.