როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ჩვენ გადავდივართ ახალ რეჟიმზე, ეს არის კვლავ პრევენციული რეჟიმი, ოღონდ უფრო მეტად გამკაცრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტად მოგვიწევს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება იმისასთვის, რომ მათ მოახდინონ სოციალური დისტანცირება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია იმისთვის, რომ მიეღო პაციენტების პირველი ტალღა.
„ეს პირველი ტალღა რეალურად სისტემას უკვე მიღებული ჰყავს, ახლა უკვე ველოდებით შედარებით მეტ გავრცელებას მოსახლეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადამყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ პროგრამაში და ეს არის კიდევ დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24-დან 48 საათის განმავლობაში იქნება მზად პაციენტებისთვის“- განაცხადა მინისტრმა.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შემდეგ პრემიერ-მინისტრა განაცხადა, რომ ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის.