23 წლის ამერიკელი მოდელი - ბელა ჰადიდი თვითიზოლაციაში იმყოფება. მოდელი ინსტაგრამზე უახლეს კადრებს აქვეყნებს და გვიამბობ, რომ ამ რეჟიმით უკვე მეოთხე დღეა ცხოვრობს, რადგან ბოლო პერიოდში გამართული მოდის კვირეულის ფარგლებში უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და კორონავირუსის ისეთ კერებსაც სტუმრობდა, როგორიც იტალიაა.
თუმცაღა, როგორც ხედავთ, დღეები რომლებსაც მოდელი შინ, მარტო ატარებს ისეთივე გლამურულია, როგორიც მისი თითოეული გამოჩენა პოდიუმსა თუ ნიუ-იორკის ქუჩებში.