კახა კალაძე: მოსახლეობის მომსახურებას მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ

კახა კალაძე: მოსახლეობის მომსახურებას მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ

იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით-მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას- ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება.

„მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული“- განაცახდა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა გამოინახოს გარკვეული ფინანსური რესურსი და არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური შემოსავალის გარეშე.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შემდეგ პრემიერ-მინისტრა განაცხადა, რომ ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის.