პირველ მოხალისეზე ვაქცინის ტესტი უკვე გამოსცადეს. ვაშინგტონის კვლევით ინსტიტუტ Kaiser Permanente-ში 43 წლის ჯენიფერ ჰალერი არის პირველი მოხალისე, რომელსაც ჩაუტარდა კორონავირუსის ვაქცინაზე პირველი ტესტი. „ჩვენ ყველანი ისე უსუსურად ვგრძნობთ თავს. ჩემთვის ეს რაიმე კარგის გაკეთების შესანიშნავი შესაძლებლობაა“, – ამბობს ჯენიფერი.
თუ პირველი ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის, ვაქცინა ფართომასშტაბით მაინც არ იქნება მისაწვდომი 12-18 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის ექიმმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
პირველი ვაქცინა, კოდური სახელით mRNA-1273 აშშ-ის ჯანდაცვის ინსტიტუტმა და მასაჩუსეტსის ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna Inc.-მა შეიმუშავა.
ცნობისთვის მსოფლიოს მასშტაბით ასობით სამედიცინო ცენტრი ცდილობს შექმნას ვაქცინა, რომელიც 100%-ით იმუშავებს კორონავირუსის წაინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით, შემდგომი კანდიდატია კომპანია Inovio Pharmaceuticals-ი, რომელიც თავის გამოცდებს აშშ-ში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში დაიწყებს.