მარინა ენდელაძე: ხანდაზმული ადამიანი მიეკუთვნება რისკჯგუფს, შეიძლება დაავადება მძიმედ წავიდეს

მარინა ენდელაძე: ხანდაზმული ადამიანი მიეკუთვნება რისკჯგუფს, შეიძლება დაავადება მძიმედ წავიდეს

ხანდაზმული ადამიანი მიეკუთვნება რისკ ჯგუფს, შეიძლება მათთან დაავადება მძიმედ წავიდეს, რადგან ასაკი თავისებურად აქვეითებს იმუნურ სისტემას, ხშირად არის სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, ამიტომაა შესაძლებელი, რომ მათთან შეიძლება იყოს უფრო მეტად დამძიმება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „იმედის დილაში" განაცხადა.

„პროცენტულადაც ლეტალური შედეგი უფრო მეტია ხანდაზმულებში, თუმცა ეს არ იცავს ჩვენს ახალგაზრდებს. ვიცით ძალიან ბევრი შემთხვევაა ახალგაზრდების ცუდი პროგნოზით. ამიტომ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც მოწოდებულია. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს სახელმწიფოს, რომ დროულად დავიწყეთ ამ საკითხის პრევენცია და იქნებ ვიყოთ იმ გამონაკლისი ქვეყნების რიცხვში, სადაც იქნება ძალიან დაბალი ლეტალობა და არ იქნება ძალიან ბევრი დაინფიცირებული“, - აღნიშნა ენდელაძემ.