მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია.

„ამ დროისთვის საავადმყოფოში 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 15 პაციენტიდან 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 34 ადამიანი.