ერთი კვირის წინ ექიმმა ჰომეოპათმა, პროფესორმა გია ნადარეიშვილმა განცხადა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის შექმნის თაობაზე. მის კლინიკას ჩვეულებრივ მიღების დღეებში საშუალოდ 50-ზე მეტი ადამიანი აკითხავს და მათ შორის ტრადიციული მეთოდებით მკურნალი ექიმებიც არ წარმოადგენენ გამონაკლისს.
ამჟამად გია ნადარეიშვილი, ოჯახთან ერთად, თვითიზოლაციაშია და ეს ერთ-ერთი პაციენტისთვის ახლა უკვე დადასტურებული "კოვიდ-19"-ის შემთხვევითაა გამოწვეული. პაციენტი შეუძლოდ გახდომიდანვე სვამდა ჰომეოპათიურ წამალს (ე.წ. „ანტიგრიპინს“) ხოლო ვირუსის დადასტურების შემდგომ დამატებით, სპეციალურად მისთვის, მისივე დაავადებული მასალიდან დამზადებულ ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებას იღებს. იგი კლინიკაშია და პარალელურად გადის მედიკამენტოზურ მკურნალობასაც. მისი ტემპერატურა მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იყო 39 გრადუსი ცელსიუსი, ამჟამად ძირითადად 37-37.5 გრადუსია.
რაც შეეხება თავად გია ნადარეიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს - ისინი თავს კარგად გრძნობენ. ჰომეოპათი მუშაობას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.