ფეისბუქ-მომხმარებელი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
არაფერია, იმაზე საამაყო, როდესაც შენს თავში დარწმუნებული ხარ, არ ხარ დამოკიდებული სხვაზე და ზუსტად იცი, როდის რა გააკეთო. ეს გრძნობა მხოლოდ პროფესიონალიზმს მოაქვს.
დღეს, "ტევე-პირველზე" მოვისმინე ასეთი ინფორმაცია: ქართველი ექიმების საკოორდინაციო საბჭომ, ბატონების თენგიზ ცერცვაძის, ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა ამ "კორონაა" თუ რაღაც შვანცკის, უმკურნალოს, არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მისი საეჭვო გარეგნობის თავმჯდომარის მიერ, შიშით და ყოყმანით მიღებული რეკომენდაციებით, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებით შემუშავებული გეგმით და პრეპარატებითო...
არ ვიცი, რა გეგმა და პრეპარატებია, მაგრამ თფუ, თფუ, თფუ, ფაქტია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ, რომელიც შედარებით ეფექტურად ახდენს დაავადების პრევენციას და მკურნალობას!
ეს თვითრწმენა და პროფესიონალიზმი დადებითად აისახება მოსახლეობაზეც და იმიტომაა, რომ რამდენიმე იდიოტის გარდა, რომელიც მაღაზიების დახლების პროდუქტებისგან დაცლითაა დაკავებული, მაინც უშიშრად ვართ, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და ღადაობითაც კი ვეკიდებით ამ "შვანცკის"...
შეუძლიათ, მაგალითი აიღონ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების გავლენიანმა წარმომადგენლებმა იმისა, თუ რას ნიშნავს და როგორ უნდა, არა ამორჩეველზე, არამედ მოსახლეობაზე ზრუნვა!
როგორც კი შემეძლება, დიდი სასმისით დავლევ ქართველი ექიმების სადღეგრძელოს!
არ გავარტყი დოქტორ ჰაუსს და ჰიპოკრატეს?!
გმადლობთ, იდღეგრძელეთ, მეამაყებით!