ბრუნო ფერნანდეშმა პრემიერლიგა პირველივე თვეში დაიპყრო

ბრუნო ფერნანდეშმა პრემიერლიგა პირველივე თვეში დაიპყრო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელისთვის თებერვალი ინგლისში პირველი თვე იყო.

გასულ თვეში ბრუნომ უშუალოდ პრემიერლიგაში სამი თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ლუზიტანელმა მარკოს ალონსოს („ჩელსი“), პიერ-ემერიკ ობამეიანგს („არსენალი“), დომინიკ კალვერტ-ლევინს („ევერტონი), მეთიუ დოჰერტს („ვულვზი“) და ნიკ პოუპს („ბარნლი“) აჯობა.

„კმაყოფილი ვარ ჩემი დასაწყისით, მაგრამ განვითარება უნდა გავაგრძელო“, - განაცხადა ფერნანდეშმა.

პორტუგალიელს მთლიანობაში (ყველა ტურნირზე) „მანჩესტერის“ რიგებში 9 თამაში აქვს ჩატარებული, 3 გოლი გაიტანა 4 საგოლე პასი შეასრულა. პრემიერლიგის გარდა, "იუნაიტედის" თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელთა ჩამონათვალი კი ასეთია: ტიემუ პუკი (აგვისტო), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (სექტემბერი), ჯეიმი ვარდი (ოქტომბერი), სადიო მანე (ნოემბერი), ტრენ-ალექსანდერ არნოლდი (დეკემბერი), სერხიო აგუერო (იანვარი), ბრუნო ფერნანდეში (თებერვალი).