„ჩვენ, იტალიაში ცუდი პერიოდი გვიდგას, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადავრჩეთ და ისევ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული“, - ამ სიტყვებით იტალიის მოქალაქე ქართველებს Facebook-ის საშუალებით მიმართავს.
ნუჩო გარილი იმედოვნებს, რომ საქართველოში დაბრუნდება, ამისთვის კი საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, რეკომენდაციები რაც შეიძლება ზედმიწევნით შეასრულონ.
„ფრთხილად იყავით, გაიკეთეთ ნიღბები და მიჰყევით თქვენთვის მოცემულ ინსტრუქციებს. თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ და ეს აუცილებლად უნდა შეძლოთ, რადგან მსურს, დავბრუნდე კახეთში, რომ დავაგემოვნო თქვენი საუკეთესო ღვინო და ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელო ვთქვა“, - წერს იტალიელი ტურისტი.