პაატა იმნაძე: „თუ დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფს შეაწუხებს, წესს დავარღვევ და დავასახელებ“

პაატა იმნაძე: „თუ დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფს შეაწუხებს, წესს დავარღვევ და დავასახელებ“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, ზოგიერთი კერძო დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს სამსახურში მისვლას თხოვენ. მისი თქმით, თუ დამსაქმებლები თვითიზოლაციაში მყოფთ კიდევ შეაწუხებენ დაარღვევენ შეთანხმებას და ფაქტებს გაასაჯაროვებენ.

"მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში. ჩვენს თავს ვიკავებთ პერსონალური ინფორმაციების გაცემისაგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ გააგრძელებენ ასე შეწუხებას თვითიზოლაციაში მყოფი პირების, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ", - აცხადებს პაატა იმნაძე.