კორონავირუსმა გერმანიის ბუნდესლიგაშიც შეაღწია. „პადერბორნის“ 20 წლის მცველ ლუკა კილიანს COVID-19 დაუდასტურდა.
ბუნდესლიგაში ეს პირველი შემთხვევაა და ფეხბურთელი იზოლირებულია. პარალელურად, „პადერბორნის“ მთავარი მწვრთნელის, სტეფენ ბაუმგარტის ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.
აქვე გეტყვით, რომ ეს ბუნდესლიგისთვის პირველი შემთხვევაა, მაგრამ არა გერმანიისთვის, სადაც მანამდე კორონავირუსი „ჰანოვერის“ ფეხბურთელებს იანეს ჰორნსა და ტიმო ჰიუბერსს დაუდგინდათ.