კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებაში ახლა მთავარი მოლოდინი 17 მარტისკენ გვაქვს მიპყრობილი, როდესაც უეფას თათბირი გაიმართება და მარტის მოახლოებულ სანაკრებო მატჩებთან ერთად, ევრო 2020-ის და ზოგადად მიმდინარე სეზონის ბედი გაირკვევა.
თუმცა, კონტურები უკვე გამოკვეთილია. იმავე უეფამ ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა შეაჩერა, მისგან დამოუკიდებლად კი თითქმის ყველა ევროპილი შიდა ჩემპიონატი შეწყდა. შეზღუდვები აპრილის დასაწყისამდე დაწესდა, მაგრამ სამწუხაროდ მოცემული მდგომარეობის შემხედვარე ფეხბურთში უქმობა წესით უნდა გახანგრძლივდეს.
შესაბამისად, ასეთ დროს, როდესაც უკვე ფეხბურთელებშიც გახშირდა დაინფიცირების შემთხვევები და შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა, სანაკრებო მატჩები ჩატარება თითქმის წარმოუდგენელია. ასე, რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი, ისევე, როგორც დანარჩენი სანაკრებო მატჩები გადაიდება. მიზეზი მარტივია, უეფას წინაშე ახლა სხვა გამოწვევა დგას - სეზონის დასრულება.
ყველაზე მეტად მოსალოდნელი სცენარი ასეთია: ევრო 2020-ის 2021 წლის ზაფხულისთვის გადადება, ხოლო მიმდინარე სეზონი ივნისში ან შესაძლოა ივლისშიც კი დასრულდეს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ პროგნოზია და რა თქმა უნდა, უფრო მეტი და სამ დღეში გვეცოდინება, მანამდე მოცდა მოგვიწევს.