ლევან შენგელია: ეს ჩვენი ქვეყანაა! ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ ეს უბედურება!

ლევან შენგელია: ეს ჩვენი ქვეყანაა! ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ ეს უბედურება!

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან შენგელია სოციალურ ქსელში წერს:

მასობრივი განსაცდელის დროს ადამიანები სპონტანურად იწყებენ ხოლმე დაჯგუფება-დაორგანიზებას! ამას შეიძლება ქაოსი მოჰყვეს.

აუცილებელია, ხელისუფლებამ აიღოს ინიციატივა და ტერიტორიული პრინციპით, თავად შექმნას საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციაში და კონტროლის ქვეშ, მონაწილეობას მიიღებენ საგანგებო რეჟიმის განხორციელებაში.

ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საზოგადოება, პრობლემისგან დასაცავის გარდა, უპირველესად, მისი დამხმარე და მოკავშირეა მასობრივი ხასიათის პრობლემასთან ბრძოლაში!

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, პოტენციურ პაციენტებად კი არა თანამებრძოლებად ჩაგვთვალეთ!!

ეს ჩვენი ქვეყანაა! ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ ეს უბედურება!