სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილები10 დღით შეეზღუდება. დროებითი შეზღუდვა მხოლოდ მოქალაქეებისთვის მოქმედებს და სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომეხ და აზერბაიჯან კოლეგებთან ერთად, სატელეფონო საუბრისას მიიღო.
"მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.