ქართველი დედა-შვილი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - კორონავირუსი თუ სხვა ტრაგედია?

ქართველი დედა-შვილი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - კორონავირუსი თუ სხვა ტრაგედია?

იტალიაში, ბარიში ერთ-ერთ ბინაში 16 წლის ბიჭი და 41 წლის ქალის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან. პირველადი ინფორმაციით, დედა-შვილი ბუნებრივი აირით გაიგუდა. ადგილზე პოლიცია და სამედიცინო წარმომადგენლები იმყოფებიან, რათა კორონავირუსის ინფექცია გამორიცხონ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დედა-შვილი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. საკონსულო სამსახური ხაზზეა სამართალდამცავებთან.