მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ძალიან მარტივი, ელემენტარული პირობების მაქსიმალურად დაცვით, შესაძლებელია ინფექცია თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ ექიმმა, ეპიდემიოლოგმა თენგიზ კალანდაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხელის დაბანა, დეზინფექცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაფერია ისეთი საგანგაშო, რაც არაერთხელ გვაქვს მოსმენილი წინა ვირუსებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კალანდაძემ.
12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.