მაია ცქიტიშვილი: შევზღუდოთ გადაადგილება - არ წავიდეთ არსად

მაია ცქიტიშვილი: შევზღუდოთ გადაადგილება - არ წავიდეთ არსად

პირველივე დღიდან მივმართავთ საზოგადოებას, რომ ჩვენ თვითონ დავეხმაროთ ჩვენს თავს, რომ არ დაგვემართოს ვირუსი და მერე რა თქმა უნდა, რომ ქვეყანაში არ შემოვიტანოთ ვირუსი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სანამ ჩვენ სახელმწიფო დონეზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყანასთან მოძრაობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ მიიღოთ გადაწყვეტილება სადმე მოგზაურობასთან დაკავშირებით. შესაძლოა თქვენს მიერ არჩეული ქვეყანა არ იყოს იმ სარისკო ქვეყნების სიაში, მაგრამ ვინაიდან დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია, მთელ მსოფლიოშია ვირუსი გავრცელებული - შევზღუდოთ გადაადგილება. არ წავიდეთ არსად!“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.